ხატია შამუგია სოციალური ქსელის საშუალებით ხატია სიჭინავას მიმართავს და წერს:
„შენ დაგედოს ჩემი ცოდვა, რას ერჩოდი ამ ჩვენს სახელს, რომ ტრიალებს აქეთ-იქით? ის არ გეყო ხომ, ბავშვი სამშობიაროდან რომ გამოიყვანე და მოწმობაში დედა ხატია შამუგია ეწერა?“
ხატიას ამ ხუმრობანარევმა სტატუსმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია მის მეგობრებს შორის.
შეგახსენებთ, რომ ხატია სიჭინავა ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე გახლდათ და მწვანე პასპორტის გაუქმებაც საგანგებოდ აღნიშნა, რამაც სოციალურ ქსელებში მისი პერსონის მიმართ ბოლო რამდენიმე დღეა, ძალიან გაზარდა ყურადღება.