ხათუნა ჟორდანია ძალიან კარგი მზარეულია და სწრაფი ხელი აქვს, თუმცა, როგორც ჟურნალ „სარკესთან“ თავად ამბობს, მისი მეუღლე, ზურა ხაჩიძე გამორჩეულად პრეტენზიული მჭამელია:
„ზურას საყვარელი კერძებია წითელი ლობიო, ბორშჩი და შემწვარი კარტოფილი. ყველაფერს არ ჭამს. არის საჭმელები, რომლებსაც არასდროს დააკარებს პირს. მაგალითად, მწვანე ლობიოს, სალათა ოლივიეს, „ხალადეცს“.
ჩემგან განსხვავებით, ზურას ხორცი არ უყვარს. შეიძლება, მრავალნაირი ხორცი იდოს სუფრაზე, მაგრამ პირი არაფერს დააკაროს. სუფრიდან, ძირითადად, მშიერი დგება. ჩემს ოჯახში ჭამის პრობლემა მხოლოდ ზურასთან მაქვს, ამიტომ, რაც უყვარს, იმას ვუმზადებ…“