„ყველაზე მეტად დღეს ჩვენს ინტერესშია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, ჯანმრთელობა იყოს შენარჩუნებული და არ დავუშვებთ, როგორც მის მიმართ რაიმე მძიმე შედეგის დადგომას, ასევე არ დავუშვებთ არეულობის შემოტანას, რომლის ინტერესიც იკვეთება, სწორედ იმ ოპოზიციონერების შეძახილებში, რომლებიც პრაქტიკულად ახალისებენ, რომ არ შეწყდეს შიმშილობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხინდაძის თქმით, კოლეგებთან ერთად მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, სადაც მაქსიმალურად შეეცადნენ, პოლიტიკური შემადგენლისგან თავისუფალი ყოფილიყვნენ.
როგორც დეპუტატმა, გუშინ გვიან, დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, მათ ეს მოახერხეს და შეძლეს, ესაუბრათ მხოლოდ ჯანდაცვის საკითხებზე.
დავით სერგეენკო: “თუკი საჭირო გახდება გადაყვანა – პაციენტი გადავა”
დეპუტატის ინფორმაციით, ის კოლეგებთან ერთად, შეხვდა მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს.
„შევხვდით მის პირად ექიმს და პარალელურ რეჟიმში მინისტრი ხვდებოდა მრავალპროფილური კონსილიუმის ჯგუფს. დღევანდელი განხილვის თემა იყო სუფთად ჯანდაცვითი.
საყურადღებოა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე ვიტყოდი, რომ არ არის კატასტროფული, თუმცა არის საყურადღებო და ეს ყურადღება გრძელდება,“- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
მან იქვე აღნიშნა, რომ ლაბორატორიული მონაცემებითაც, მდგომარეობა დღეს, ამ წუთას არის დასტაბილურებული, თუმცა რა თქმა უნდა, საჭიროებს დამატებით სპეციალისტების კონსულტაციას.
„ჩვენ შვეთანხმდით, რომ ასეთი კონსულტაციები გაკეთდება. შევთანხიდთ, რომ ყველა საჭირო კვლევა, იქნება ეს ინსტრუმენტული, ლაბორატორიული თუ სხვა, რა თქმა უნდა, არაფერზე არ უნდა ეთქვას უარი საზიანოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე ინფორმაციით, შეფასდება საკითხები, რისი გაკეთება შეიძლება ადგილზე, რისი გაკეთება არის შესაძლებელი იმის ხარჯზე, რომ დაემატოს რესურსი.
როგორც დეპუტატმა ასევე აღნიშნა, თუ საჭიროება დადგა, მისი სხვა კლინიკაში გადაყვანის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არც ამაზე უარს არ იტყვიან.
ამასთან, როგორ ხუნდაძემ თქვა, პროცესს უნდა დაეხმარონ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებიც, რომელთა ნაწილიც, ხუნდაძის შეფასებით, თავისი შეძახილებით ახალისებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არ შეწყვიტოს შიმშილობა.
„მრჩება ეჭვი, რომ ზოგიერთს პირად ინტერესში შედის კიდევ უფრო მეტად ვითარების დამძიმება. ყველამ უნდა მივიღოთ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რომელიც გავა ერთადერთ, ყველაზე მნიშვნელოვან დაზღვევაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანის და ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას შენარჩუნებული.
მე აქვე ვიტყვი, რომ ყველაზე მეტად დღეს ჩვენს ინტერესშია, რომ მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა იქნას შენარჩუნებული და ჩენ არ დავუშებთ, როგორც მის მიმართ რაიმე მძიმე შედეგის დადგომას, ასევე არ დავუშებთ არეულობის შემოტანას, რომლის ინტერესიც იკვეთება, სწორედ იმ ოპოზიციონერების შეძახილებში, რომლებიც პრაქტიკულად ახალისებენ, რომ არ შეწყდეს შიმშილობა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.