თბილისის სამგორის რაიონის გამგებელმა, კახაბერ სამხარაძემ გუშინ, 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები შეურაცხმყოფლად მოიხსენია.
სამხარაძემ პოსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა, შემდეგ კი წაშალა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სამგორის გამგებლის შეურაცხმყოფელ განცხადებაზე დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ არასამსახურებრივ პერიოდში ყველას შეუძლია გამოხატოს საკუთარი პოზიცია.
„არასამსახურებრივ პერიოდში ყველას შეუძლია გამოხატოს საკუთარი პოზიცია. შინაარსიც არ ვიცი, აქედან გამომდინარე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ყველას შეუძლია პოზიცია დააფიქსიროს გამოხატვის თავისუფლება არის ქვეყანაში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, სიტყვის თავისუფლების სახელით უხამსობისა და გინების ტირაჟირება, სწორედ გამოხატვის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის შეზღუდვისკენ მიმართული ქმედებაა.