LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა

160
20200229124844

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობაზე ჟურნალისტებთან კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელმა ისაუბრა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით დაავადებული 9 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. მისი განმარტებით, დღეს კიდევ 5 პაციენტის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში შემოწმდება და დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ეზუგბაია აცხადებს, რომ 7 პაციენტს კორონავირუსზე სიმპტომების გამოვლენის გარეშე მკურნალობენ.

„ინფექციურში წევს 25 პაციენტი. გუშინ 15 პაციენტთან ჩატარდა ტესტირება კორონავირუსზე და ყველაზე მიღებულია უარყოფითი პასუხი, ნაწილი უკვე გადასულია საკარანტინო სივრცეში, ნაწილი დღეს გადავა. ამ დროისთვის, მხოლოდ 5 პაციენტზეა ტესტი ასაღები. 9 ინფიცირებული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა, 24 საათის მეთვალყურეობის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საშუალოზე მძიმე. მაინც საყურადღებოა ეს პაციენტი იმიტომ, რომ დაავადება კარგად არის გამოვლენილი. მეორე პაციენტის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. დანარჩენი შვიდი პაციენტი არის კლინიკის გამოვლინების გარეშე, ანუ დადებითი ტესტირებით და კლინიკის გამოვლენის გარეშე. რა თქმა უნდა, გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა და შეფასება, დინამიკაში როგორ ვითარდება სიტუაცია”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა დღეს

ინფექციური საავადმყოფის სამედიცინო ხელმძღვანელის ცნობით, პირველი 3 პაციენტის მდგომარეობა, რომლებსაც პირველად დაუდგინდათ ინფექცია, ამ დროისათვის სტაბილურია.

“ჯერჯერობით, ყველასთან მოსალოდნელია დაავადების პროგნოზირება და კლინიკის გამოვლენა, მაგრამ პირველ სამ პაციენტთან, ჯერჯერობით, სტაბილური სიტუაციაა. ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად შევინარჩუნებთ არსებულ ვითარებას, რადგან ამ პაციენტების კვლევა და მართვა წარმოებს იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც უკვე შემუშავებულია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოს საკონსულოებში ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდება

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g