LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით ინფიცირებული პირი „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია

1500
BeFunky-collage (11)

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის შემდეგ ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომელია.

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა (ვიდეო)

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიულ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსული ინფექცია 51 წლის მამაკაცს და 31 წლის ქალს აღმოაჩნდათ.

ორივე პაციენტი  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შესაბამის პალატაშია არის მოთავსებული. განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ვინ არის მეორე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ვისთან ერთად იმოგზაურა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები