LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსმა ფულად გზავნილებზეც იმოქმედა – ემიგრანტებმა 9%-ით ნაკლები თანხა გადმორიცხეს

102
89356313-202715604320241-2064795331299639296-n-2020-03-16-08-33-31-081383

საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც 2020 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.9 მლნ აშშ დოლარი (382.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9%-ით (12.5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8% იმ 16 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 92.6% მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეული კი, საიდანაც ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა გადმოირიცხა, ასეთია:

  1.  რუსეთის ფედერაცია – 25.39 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -28.32%

  2.  იტალია – 17.31 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -8.66%

  3.  საბერძნეთი – 16.24 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან81%

  4.  აშშ – 15.1 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან31%

  5.  ისრაელი – 11.78 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -10.22%

აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია.

ამასთან, 2020 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.4 მლნ აშშ დოლარი (62.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის მარტის (18.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.1%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები