გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსმა კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ დადასტურებულია გარდაცვალების 2 998 შემთხვევა.
ახალი მონაცემებით, რომელიც ცოტა ხნის წინ აისახა ვებგვერდზე Stopcov.ge, დაინფიცირდა 1 137 და გამოჯანმრთელდა 1 179 ადამიანი.
ქვეყანაში სულ გამოვლენილია ვირუსის 251 071 შემთხვევა.