LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულუმბეგოვი გამყრელიძეს: მადლობა თქვენი ღირსებისთვის, პროგრესისკენ მუდმივი სწრაფვისთვის, ახალგაზრდების უანგარო ხელშეწყობისთვის!

394
უსათაურო დიზაინი (2)

დღეს ცნობილი გახდა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ეხმიანება და ამირან გამყრელიძეს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის:

“მადლობა თქვენი ღირსებისთვის, პროგრესისკენ მუდმივი სწრაფვისთვის, ახალგაზრდების უანგარო ხელშეწყობისთვის!” – წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

ამირან გამყრელიძეს მადლობას უხდის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ​ი, გუგა ქაშიბაძეც:

“დიდი მადლობა ყველაფრისთვის”, – წერს ის.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს ინფორმაცია დაადასტურა და განმარტა, რომ გამყრელიძე თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

“გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება და შემიძლია, დაგიდასტუროთ მსგავსი საუბარი გვქონდა. ნამდვილად ვადასტურებ, რომ ეს ცვლილება მე დავადასტურე და უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს და უკვე ქალბატონი თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე თამარ გაბუნია იქნება კონკრეტული სიპის მოვალეობის შემსრულებელი”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.