LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი დოლართან ბოლო 500 დღის მაქსიმალურ ნიშნულამდე – 3.07 ლარამდე გამყარდა

103
1

25 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.43 თეთრით გამყარდა. შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0720 ლარს შეადგენს.

დოლართან ლარი ასეთი მყარი ბოლოს 514 დღის წინ – 2020 წლის 1 სექტემბერს იყო, როდესაც ერთი დოლარის ღირებულება 3.0714 ლარი იყო.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.47 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4661 ლარი გახდა.

1.57-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.1358 ლარი გახდა.

ლირასთან მიმართებით კურსი 0.18 თეთრით გამყარდა, შედეგად კი ერთი ლირის ღირებულება 22.69 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 26 იანვრიდან შევა ძალაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები