LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლელო” 5 აპრილის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს

113
ლელო

“ლელო საქართველოსთვის” ითხოვს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებთან, სისასტიკესთან და მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობასთან დაკავშირებით 5 აპრილი საქართვლოში გლოვის დღედ გამოცხადდეს.

გარდა ამისა, პარტია ითხოვს, ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა, რათა რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში ჩადენილი უსასტიკესი დანაშაულებებისათვის, ასევე გაეწიოს აქტიური დახმარება უკრაინის ხელისუფლებას და მოხდეს 2008 წლის ომში რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებისა და სამართალწარმოების მიმართულებით დაგროვილი გამოცდილების გაზიარება.

საგარეო უწყება – მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას

“უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის სტრატეგია და ტაქტიკა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა.

ამის კიდევ ერთი შემზარავი მაგალითი მსოფლიომ კიევის ოლქში, ბუჩასა და სხვა ქალაქების გათავისუფლების შემდგომ იხილა. ბოლო ინფორმაციით, 300-ზე მეტი გარდაცვლილი მოქალაქის ცხედარი მხოლოდ ქალაქ ბუჩაში იპოვეს.

მიგვაჩნია, რომ რუსეთის ქმედება უკრაინაში ცალსახად წარმოადგენს ომის დანაშაულს. შესაბამისად, რუსეთის ქმედება გამოძიებული და დასჯილი უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის სტანდარტების თანახმად. ამ თვალსაზრისით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დროულად დაიწყოს ბუჩასა და სხვა ქალაქებში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების საქმის საერთაშორისო გამოძიების პროცესი.

ზურაბიშვილი – ქართული წარსული ნიშნავს, რომ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით“ლელო საქართველოსთვის“ მოითხოვს:

პირველი – 5 აპრილი გამოცხადდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გლოვის დღედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებთან, სისასტიკესთან და მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობასთან დაკავშირებით.

მეორე – ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა, რათა რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში ჩადენილი უსასტიკესი დანაშაულებებისათვის, მათ შორის გააგრძელოს და გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ხელი შეუწყოს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ჰააგის სასამართლოს მიერ.

მესამე – გაეწიოს აქტიური დახმარება უკრაინის ხელისუფლებას და მოხდეს 2008 წლის ომში რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებისა და სამართალწარმოების მიმართულებით დაგროვილი გამოცდილების გაზიარება.

სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს! მიგვაჩნია, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულს სათანადო პასუხი უნდა გასცეს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რაშიც ჩვენმა ქვეყანამ თავისი ღირსეული წვლილი უნდა შეიტანოს”, – წერია განცხადებაში.

ეს არის გენოციდი: ზელენსკი ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბუჩაში ომის დანაშაულების ჩადენას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები