LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი – ქართული წარსული ნიშნავს, რომ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ

298
FORTUNA.GE (5)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველებმა იციან, რას “წარმოადგენს ბუჩა – დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ”.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინა არ დამარცხდება, თუმცა “ეს დავიწყებული არ იქნება”.

“ძნელია წარმოიდგინო სამყარო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს. მაგრამ აქ არის. ჩვენ მასში ვცხოვრობთ.

ქართული წარსული ნიშნავს, რომ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა – დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობა, რომლის მოშუშებასაც ძალიან დიდი დრო სჭირდება.

უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება, მაგრამ ეს არასოდეს იქნება დავიწყებული”, – წერს სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე”.

შეგახსენებთ, რუსეთი უარყოფს ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის თაობაზე ბრალდებებს და აცხადებს, რომ ფოტო-ვიდეო კადრები “კიევის რეჟიმის მორიგი სიყალბეა”.

საგარეო უწყება – მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას

„ბუჩაში ხდება სრული ჯოჯოხეთი ხალხო, სარდაფებში ბავშვებია გაკოჭილი და დახვრეტილი“- მამა ნექტარიოს მჭედლიძე

ეს არის გენოციდი: ზელენსკი ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე

ეს არის ყველაზე “უწყინარი” კადრი, რისი ჩვენება გავბედე… ბუჩაში დღეს ასეთი სურათი დაგვხვდა- ქაცარავა

ზელენსკი: ვიწვევ მერკელს და სარკოზის, ეწვიონ ბუჩას და ნახონ, რა მოიტანა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკამ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g