ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” შვედეთის კინოგაქირავებაში გამოვიდა. ფილმს 10 ქალაქში აჩვენებენ.
“მეოთხე ბრაიტონი” შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. შვედურ პრესაში უკვე გამოჩნდა დადებითი შეფასებები ფილმის შესახებ.
“მეოთხე ბრაიტონი” გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის – კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.