LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვის მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა: NDI

47
LGBTQ_flag

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვის მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა. კვლევის თანახმად, მოსახლეობის 38% მიიჩნევს, რომ ლგბტქი+ ადამიანების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

რესპონდენტების შერჩევა მოხდა წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე.

გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, დიდი და პატარა ურბანული, სოფლის ტიპის დასახლებებში და ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g