ლონდონში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გამოავლინეს. ახალდაბადებული ბავშვის დედა კორონავირუსითაა ინფიცირებული, მას შესაბამისი ანალიზი მშობიარობამდე ჩაუტარდა.

ჯერჯერობით უცნობია ბავშვი საშვილოსნოში ყოფნისას დაინფიცირდა თუ მშობიარობის პროცესში.

ნიკოლ ფაშინიანი და მისი ცოლი თვითიზოლაციაში არიან

შემთხვევის შემდეგ ბავშვის დედა ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხოლო მედ-პერსონალი, რომელსაც მშობიარე ქალთან და ჩვილთან ჰქონდათ შეხება თვითიზოლაციაში იმყოფებიან.