LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლულუ კახიანი: “ლენო, წლებს აღარ ვითვლი… შენ სულ 15 წლის იქნები!..”

528
lullukahianinewss

ტელესახე ლულუ კახიანი უფროს ქალიშვილს, ლენოს, რომელსაც დღეს 16 წელი შეუსრულდებოდა, დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს.

“1-ლი მაისი შენი დაბადების დღეა, დე ♥️
მახსოვს, როგორ მინდოდა, რომ სწორედ მაისში დაბადებულიყავი და არა აპრილში, როგორც ექიმი ამბობდა. და ასეც მოხდა. ჩვენ შორის მხოლოდ 2 კვირაა განსხვავება. წლებს აღარ ვითვლი… შენ სულ იქნები 15 წლის. კალენდრის მიხედვით კი დღეს 16 წლის გახდი. დრო გაჩერდა და არაფერი იცვლება. ✨
ლენო, მინდოდა, რომ საუკეთესო ცხოვრება გქონოდა, ჩემზე მაგარი მინდოდა ყოფილიყავი და ჩემზე ძლიერიც. უსასრულოდ მიყვარხარ და ერთადერთი ოცნება შენი დაბრუნებაა, მენატრები ტკივილამდე და არ ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ტკივილით. ადამიანის გული განა ყველაფერს უძლებს…?

ჩემო სიცოცხლე, ბურტყო გილოცავ დაბადების დღეს. შენ ყოველთვის იქნები ჩემი პატარა… მეამბოხე სული. მიყვარხარ, ლენო! Your “მაზერ” როგორც მეძახდი და შენი ხმა გამუდმებით ჩამესმის ყურში… Lenø
??♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️
#itsmydaughtersbday #lenøsbday ?”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები