84 წლის ასაკში მსახიობი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციის გავრცელებისთანავე სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი დაიწერა.
ყველასათვის საყვარელი მსახიობისა და მომღერლის გარდაცვალებას ეხმაურებიან ქართველი მომღერლებიც.
„ჩვენი ბუბა❤️
ღმერთმა ნათელში ამყოფოს,“ – წერს ლელა წურწუმია.
„წავიდა დიდი ბუბა. ?
თანავუგრძნობ მის ოჯახს და მთელ საქართველოს ამ უდიდეს დანაკლისს,“ – წერს ანრი ჯოხაძე.
ემოციურ სტატუსს უძღვნის ბუბას გარდაცვალებას ნინი შერმადინი:
„დღეს კიდევ ერთმა ლეგენდამ დაგვტოვა და გადავიდა მარადისობაში! ბატონო ბუბა, ბედნიერი ვარ, რომ პირადად გიცნობდით, “კრასავიცას” მეძახდა მქონდა ეს ბედნიერება სიცოცხლეშივე მეთქვა თქვენთვის თუ როგორ მიყვარდით…
დიდი მადლობა ისტორიისთვის, დიდი მადლობა უკვდავი მუსიკისთვის, დიდი მადლობა ყველაფრისთვის…
ღმერთმა აცხოვნოს თქვენი სული! ამინ თქვენ სულ იცოცხლებთ სანამ თქვენი შემოქმედება იარსებებს, ეს კი ნამდვილად უკვდავია “ – წერს ნინი.
„ეპოქა, ლეგენდა, ყველა დროის უდიდესი ქართველი წავიდა,“ – წერს სოფო ნიჟარაძე.
„წავიდა დიდი ბუბა. ?
თანავუგრძნობ მის ოჯახს და მთელ საქართველოს ამ უდიდეს დანაკლისს,“ – წერს ანრი ჯოხაძე.
ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს სტეფანეც და მსახიობთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.
„დიდ ხელოვანთან ერთად ის იყო დიდი ადამიანი“ – ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან