LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა” – კახა კალაძე

233
BeFunky-collage (2)

დედაქალაქის მერი, რომელმაც კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა, “ფეისბუქზე” მადლობას უხდის ექიმებს და გულშემატკივრებს:

„პირველ რიგში, მადლობით მინდა დავიწყო. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მადლობას ვუხდი ექიმებს, ექთნებს, ვინც ჩართული იყო ჩემს გამოჯანმრთელებაში. აქვე მინდა დავასახელო რამდენიმე ექიმი – ბატონი ზურაბ ფაღავა, მამუკა ბოკუჩავა, ეკატერინე ხარხელი, ძალიან დიდი მადლობა მათ. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა გარკვეული დღეების განმავლობაში, სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა“. – კახა კალაძე.

დედაქალაქის მერმა რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო კვლევებისთვის იმყოფებოდა და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებდა.

კალაძის საბოლოო დიაგნოზი ვესტიბულოპათია იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g