LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან „ქართული ოცნება“ შერიგებას არ აპირებს და ეს მიდგომა არ გადაიხედება არასდროს

70
მამუკა მდინარაძე

„დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან „ქართული ოცნება“ შერიგებას არ აპირებს და ეს მიდგომა არ გადაიხედება არასდროს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ შერიგება პარლამენტში შემოსვლას და კონსტრუქციულ მუშაობას ჰქვია, მაშინ შეუძლია ოპოზიციას მივიდეს და საქმე აკეთოს.

გიგა ბოკერია: დისკუსიის წინააღმდეგი არ ვარ, მათ შორის მწარე პოლიტიკურ ოპონენტთან, ოღონდ მონაწილეობას რაღაც სიმულაციებში არ ვაპირებ

„მოვიდნენ, იმუშაონ, საქმე გააკეთონ. კონსტრუქციულობა უნდათ, სწორი დამოკიდებულება უნდათ?! – ჩვენ ასე ვიქცევით და ასევე მოიქცნენ ისინი. საქმეზე პარლამენტში არც ერთი მათგანი არ შემოდის, აქციებს აანონსებენ, ყოველდღიურად მათი ტელევიზიები ათასგვარ სიბინძურეს აბრალებენ უამრავ ადამიანს და ამ ფონზე შერიგებაზე როცა ლაპარაკობენ, ეს არის მათი მხრიდან მხოლოდ „პიარული“ სვლა, რომელიც ემსახურება ერთადერთს, რომ თითქოს ისინი არიან ძალიან დიდსულოვნები და აქეთ ვდგავართ ისინი, ვისაც თურმე ეროვნული შერიგება არ გვდომებია.

ისეთი „მესიჯი“ „დააჰედლაინეს“ – როგორ ეროვნული შერიგების წინააღმდეგი ხართ თქვენ? მაგრამ შეგნებულად ვიმეორებ: დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან შერიგებასთან არ ვაპირებთ და ამ ბოროტებას წარმოადგენენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, შეიძლება ყველა არა და ზოგიერთს შეიძლება გულში ან ტვინში გაკრა რაღაც კეთილშობილურმა იდეამ, მოინანია რაღაც დანაშაული. მოინანიონ, დანაშაულს თავის სახელი დაარქვან და მერე ვილაპარაკოთ არა შერიგებაზე, არამედ კონსტრუქციულობაზე და იმაზე, როგორ გავაგრძელოთ საქმის კეთება ხალხის საკეთილდღეოდ.

თუ შერიგება გულისხმობს დამნაშავის ციხიდან გამოშვებას, შეგუებას გაუპატიურებასთან, ასეთ წარსულთან, სიბნელესთან, იმასთან, რომ რუსული საქმე აკეთოს ვიღაცამ და შენ გეძახოს რუსეთუმე, ბოროტებას რომ წარმოადგენს და შენ გეძახოს ბოროტი, ბიუჯეტის ფულს რომ იპარავდნენ და შენ გეძახოს ბიუჯეტის ქურდი – ამას თუ ეძახიან შერიგებას, შერიგება ვერ მოხდება. თუ შერიგებას ეძახიან იმას, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, საქმეზე ილაპარაკონ, ეს ლანძღვა – გინება დამთავრდეს და დილას თქვენ რომ მოიტანთ ამბავს სააკაშვილმა 600 გრამი ჭამა და არა 800- იო ჩვენ გიმტკიცოთ, ამაზე მუდმივი სულელური დისკუსია თუ არ უნდა გავმართოთ, ასეთი შერიგება კი ბატონო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დავით სერგეენკო: პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ შერიგების პროცესის დაწყებას წინაპირობები არ უნდა უძღოდეს, ეს სწორი მიდგომაა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g