LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მან დროს აჯობა და თავისი ცხოვრებით ასმაგად მეტი სიცოცხლე ჩაატია 22 წელში” – 12 აგვისტოს, ნიკო კვარაცხელიას დაბადების დღეზე მისი წიგნის “მომავლის ბიჭი” პრეზენტაცია გაიმართება

637
Capture

ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც მოკლული ახალგაზრდის დედა წერს, 12 აგვისტოს ნიკოს დაბადების დღეა და ამავე დღეს, მისი წიგნის “მომავლის ბიჭი” პრეზენტაცია გაიმართება.

“რომ მეგონა იმაზე მეტად ტკივილით იფურცლება აგვისტოს დღეები, ეს თვე ხომ ჩვენთვის ახალი ცხოვრების დასაწყისთან ასოცირდებოდა, გავხდით მშობლები და ასე დაიწყო ღვთის წინაშე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის ზიდვა…

მერე? მერე უფალმა ერთად ხუთი სიცოცხლე გვანდო, მარიამობის თვემ პირველი შენი თავი გვაჩუქა დე….

მიჭირს, ამიტომ ძალიან მიჭირს ეს თვე… ყოველი დღე რომელიც 12 აგვისტოს გვაახლოებს გაუსაძლისად მტკივნეულია, ყველგან დაგეძებთ, ზეცაში, წყალში, ყველა მტრედი ჩემი ნიკო მგონია…

“თუ არაფერში მივდივარ საშიში არაფერია, რადგან არაფერში არაფერი არ არსებობს. თუ მართლა უნდა გარდავიცვალო და მეტი არაფერი, მაშინ მით უმეტეს არ უნდა შეგეშინდეს, ისევ ამ ქვეყნად დავრჩები” — კი შენ ჩვენში ხარ, ჩვენთან ხარ, და ამავდროს ხარ უფალთან მარადისობაში.

წიგნის წინასიტყვაობა, რომლის პრეზენტაციაც შენ დაბადების დღეს 12 აგვისტოს იქნება ასე მთავრდება: “მან დროს აჯობა და თავისი ცხოვრებით ასმაგად მეტი სიცოცხლე ჩაატია 22 წელში. ნიკომ ნამდვილად შეძლო, მისი ყოველი დღე ზუსტად ისეთი სავსე ყოფილიყო, როგორც მაჰათმა განდის ცნობილ გამონათქვამშია…

ის დარჩება მუდმივად მანათობელ მზედ, რომელიც 1999 წლის 12 აგვისტოს, სრული დაბნელების მერე აკაშკაშდა…

შენ სულ 22 წლის იქნები დე!!!

P.S. შენთვის ცხოვრება მარადისობაში გაგრძელდა, ბოროტება რომ ვერ დაამარცხეს საკუთარ თავში კი იმ ადამიანებს და ახალგაზრდებს სამუდამოდ დაუბნელდათ მზეც და მარადისობაც…

12 აგვისტოს “მომავლის ბიჭი” წიგნის პრეზენტაციაა…”, – წერს ნიკო კვარაცხელიას დედა ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g