პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „იმედის” ეთერში ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებაზე ილაპარაკა. როგორც დეპუტატი ამბობს, ეკატერინე ტიკარაძე არსად წასულა და ის „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრია.
„მაგარი ქალბატონია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, აი, ამდენი ხანია, კოვიდის პირველი დღიდან. იქამდე კიდევ საკმაოდ სერიოზულ თემებს ატარებდა თავის მხრებზე. უშველებელი სისტემა, ბევრი საკითხი მოსაგვარებელი და ამ დროს, კოვიდი შემოვარდნილი. ამდენი მსხვერპლი, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, გადაღლილობა არის ერთ-ერთი საგანგებო მიზეზი. მე მგონია ასე, ჩემი აზრია ასე.
რაც შეეხება იმას, როგორ მოხდა? რა მოხდა? ალბათ გავა დრო და თვითონაც კარგად ილაპარაკებს. კამათიც ხდება, გუნდიდან ვიღაცის წასვლა, თუმცა, ეკა არსად არ წასულა და პოლიტსაბჭოს წევრია. საკმაოდ ქმედითია. მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი ჰქონდა ყოველთვის. არა მხოლოდ იმ სფეროში, რასაც თვითონ… საკითხების განხილვის დროს საკმაოდ კომპეტენტური მოსაზრებები გამოუთქვამს და გადაწყვეტილებაც მიღებულა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე.
მაგრამ არის რეალობა, რაც გვაქვს. არის პრემიერ-მინისტრი, მისი შეხედულებები და გარკვეული იერარქია, რომელიც ალბათ უნდა დავიცვათ. მე რომ არ მივედ-მოვედო, ალბათ ეკა მოინდომებს თვითონ ილაპარაკოს, ან თვითონ პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას”, – თქვა გიორგი ვოლსკიმ.