LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულიდან გადმოყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

99
CORONAVIRUS-1255078

“დინამიკა ძალიან დადებითია და ეს ძალიან გვახარაბეს”, – ამის შესახებ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩვილს, რომელიც კლინიკაში გუშინ, მარნეულიდან სუნთქვის უკმარისობით გადმოიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ლალი ტურძელაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჩვილის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 5 ბავშვია დაინფიცირებული: არცერთ შემთხვევაში ფილტვების ანთება არ დაფიქსირებულა (ვიდეო)

კორონავირუსი ბავშვებში არის იშვიათი და თუ მიმდინარეობს, მიმდინარეობს მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით“, - განაცხადა ჩხაიძემ.

“ჩვილის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. რომ შემოვიდა იყო კრიტიკულად მძიმე და ამ წუთისთვის ითვლება, რომ არის საშუალო სიმძიმის. მინდა გითხრათ, რომ ბავშვის დედას ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთ გრძნობს. დედა მარნეულშია”, – განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 77 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელებულია 10 პციენტი. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 4346 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g