LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება.. ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც – საპატრიარქო

162
საპატრიარქო

ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტზე საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სამწუხაროა, რომ მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება, რაც დაუნდობლობის მაგალითია.

„ა.წ. 26 ნოემბრის ღამეს ხაშურში ჩადენილი შემაძრწუნებელი ფაქტი როგორც ჩვენგან, ისე საზოგადოებისგან უმკაცრეს შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს.

სამწუხაროა, რომ მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და ამ დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც… რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია.

ამავე დროს გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით დიდი გულისტკივილის გამოხატვისა და ჩვენი მწუხარების გაზიარებისათვის.

ვიმედოვნებთ, ობიექტური გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი“. – ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარედგინა – პროკურატურა

შსს: ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე 27 და 39 წლის მამაკაცები დავაკავეთ

„ჩემი შვილი ამას არ იზამდა, ჩემი შვილი არ გალახავდა არავის, ის მეორე არ ვიცი“ – რას ამბობენ მონაზონზე თავდასხმისთვის დაკავებულთა ოჯახის წევრები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები