რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი ახალ სიმღერას დუბაიში მომუშავე ქართველ გოგონებს უძღვნის, რომლებიც, მისი თქმით, იქ სხეულით ვაჭრობენ. ამის შესახებ მან მცირე ხნის წინ ,,ფორტუნასთან” ინტერვიუში ისაუბრა. ამ ინტერვიუს გამო მასტერს ბევრი კრიტიკა ხვდა წილად. ის ამბობდა:
„ბევრი გოგო ვიცით თბილისში, „ინსტაგრამ-ვარსკვლავები“, რომლებიც დუბაიში მუშაობენ სხეულით. ვცდილობ, ამ გოგონებს გავერიდო, თუმცა ვიზუალურად კარგები არიან და შინაგანად გული გწყდება, რატომ… მაგრამ რომ უყურებენ ერთმანეთს, კარგად რომ ცხოვრობენ, თვითონაც უნდებათ. მოკლედ, ვცდილობ, ასეთ გოგოებს გავერიდო, მაგრამ ამით იმას არ ვამბობ, რომ მე ანგელოზი ვარ“.
რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი შემოქმედების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მუსიკოსია ქართულ შოუბიზნესში
მასტერი: „ჩემ გვერდით ვერ ნახავთ გოგოს, რომელსაც სოცქსელში შიშველი ფოტოები უდევს ან ცუდი დოსიე აქვს...“
სიმღერაში მასტერი ასე რეპავს: „ეს გოგო ვისია, ვიღაცამ დოლარები აჩუქა და მისია, ეს გოგო ვისია? სარფიანი გათხოვება მისი-მისია… თურმე გავაბრაზე მე დუბაის წიოლკები… უწესობით როგორ დააწესე ნორმები… წადი, ჩაუწექი შეიხს, შეიხს, შეიხს, მაინც ვერ დაემსგავსები ირი შეიკს, შეიკს, შეიკს… დაქალებმა ვერ ისწავლეთ, სანამ ფეხებს გაშლით, ისტორია არ იშლება ფოტოების წაშლით…“