LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათ ემუქრებათ მკაცრი ზამთარი უკიდურესად რთულ პირობებში“ – გაეროს ცნობით, ომის გამო 14 მილიონამდე უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა

64
Untitled design (2)

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, დაახლოებით, 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. 

გრანდის განცხადებით, უკრაინის მოქალაქეების მიგრაცია არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე დიდი გადაადგილება, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაფიქსირდა და რამაც გამოიწვია იძულებით გადაადგილებულთა რიცხვის ზრდა მთელ მსოფლიოში.

ფილიპო გრანდიმ გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ უკრაინელებს ემუქრებათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზამთარი უკიდურესად რთულ პირობებში.

გრანდიმ ისაუბრა სხვადასხვა გამოწვევაზე, რომელთან ბრძოლაც უკრაინის მოქალაქეებს უწევთ:

„ერთ-ერთია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მუდმივი განადგურება. საჭიროებების ფონზე, ჰუმანიტარული პასუხი ზღვაში წვეთს ჰგავს. საჭიროა ბევრად მეტი გაკეთდეს, დაწყებული ამ უაზრო ომის დასრულებით“, – აღნიშნა გრანდიმ.

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 10 ათასამდე უკრაინელი ბავშვი გადაიყვანეს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში