ის ასრულებს გარკვეულ როლს, რომელიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ინტერესებში ჯდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი აბსოლუტურად სხვანაირად ფიქრობდა 5-6 წლის წინ და ახლა სხვა ადამიანია
„რა შეიცვალა ამ წლებში ისეთი, რამაც ეს ადამიანი რადიკალურად შეცვალა. თუ დღეს საქართველოს ფორმალური პრეზიდენტი საერთო დავალების მიცემაში, მიღებასა და როლების შესრულებაში ერთ-ერთი აქტორი არ არის, მაშინ სხვა რა ხდება?! ის ასრულებს გარკვეულ როლს, რომელიც ამ რადიკალური კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ინტერესებში ჯდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.