LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ” – სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუაზე

104
BeFunky-collage

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ აპირებს გიორგი რურუას შეწყალებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

“3 თვის წინ მივიღე ჩემთვის ძალიან რთული, საზოგადოებისთვის დიდი ნაწილისთვის ძნელი გასაგები ან პირდაპირ მიუღებელი გადაწყვეტილება და შევიწყალე ორი ადამიანი… დღეს მე ამას არ გავიმეორებ. მე დღევანდელ ჩემს წინაშე დასმულ კითხვას ასე ვუპასუხებ – მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კარგად იცის საზოგადოებამ, რატო არ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას.

ასევე, ისიც იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი ვერ მოახდენს გავლენას. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისკენ. ეს არის ჩემი ამ ქვეყანაში მოღვაწეობის მთავარი მიზანი და ამ გზას არ გადავუხვევ”, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ამ განცხადებებამდე ჟურნალსტებს ამავე თემაზე ესაუბრა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. მან გაბედული ნაბიჯი უწოდა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას.

კელი დეგნანი გიორგი რურუაზე: შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, წინა ჯერზე გაბედული ნაბიჯი გადადგა

შეგახსენებთ, 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის ერთ-ერთი თანამფლობელი, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რურუას, ოქრუაშვილისა და უგულავას გათავისუფლებას ოპოზიცია, დიპლომატების ჩართულობით, ხელისუფლებასთან 8 მარტის შეთანხმების ნაწილად მიიჩნევს.

ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა გაიმართა: რაზე ისაუბრეს ქვეყნის პირველმა პირებმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები