LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე, რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ, მინდა მას, წარმატებული დღე ვუსურვო“ – პრემიერი

153
Untitled design (3)

„მე, რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან, მინდა მას, წარმატებული დღე ვუსურვო“, – ასე ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრი სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვნის მიმდინარეობისას, პროტოკოლის წესების დარღვევის გამო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა.

„არ შეიძლება, 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს, მერე პრეზიდენტს“ – სალომე ზურაბიშვილი

„ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ჩვენ გვაქვს საზეიმო განწყობა, ჩვენ გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მინიმუმ ამ დღეს ვერთიანდებით. ეს დღე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის გამოხატულების დღე და ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი. რაც შეეხება პროტოკოლის წესებს, მთავრობას ჰყავს პროტოკოლის სამსახურის ძალიან კვალიფიციური უფროსი, ბატონი დავით ზანთარაია მინდა მას მადლობა გადავუხადო და ასევე ბატონი ილია დარჩიაშვილის უწყების თანამშრომლებს მინდა მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები