LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიკამენტები ბოთლში გახსნეს – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ახალ გარემოებებზე

1592
BeFunky-collage (2)

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ბოთლში, რომელიც გოგონას მანქანაში იპოვეს გარკვეული ნივთიერებები იყო გახსნილი.

ადვოკატი ახალ გარემოებაზე საუბრობს:

„ბოთლს, რომელსაც ჩაუტარდა ქიმიური ექსპერტიზა აღმოჩენილია დოქსილამინის და კარდოლაქსის წვეთები, რაც ნიშნავს, რომ ბოთლი გახსნილია და შიგნით არის მოთავსებული მედიკამენტი. თვითონ ეს დოქსილამინი ძალიან იშვიათი მედიკამენტია, როგორც ჩანს, მოხდა მედიკამენტის ბოთლში გახსნა.

რამ გამოიწვია სიკვდილი დადგენილი არ არის, ვერ ყალიბდებიან, რა დაწერონ: რამიშვილი შუალედურ დასკვნაზე

"ფორტუნასთან" საუბრისას ადვოკატმა აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნას უცხოელი სპეციალისტები გადაამოწმებენ.

ყველაზე საინტერესოა, რომ თამუნას ორგანიზმში აღმოაჩნდა კლოფელინი. კლოფელინს ტოქსიკოლოგები ჟარგონზე ეძახიან „კონტროლს“ , რომელიც ადამიანს თიშავს. ავტომობილშიც კი არ არის აღმოჩენილი კლოფელინის არანაირი შუშა ან რამე მსგავსი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არანაირ თვითმკველობაზე არ არის საუბარი“,-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა ექსპერტიზის შუალედური დასკვნა.

დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში, ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ტოქსიკური ნივთიერება აღმოჩენილი არ არის.

თუმცა აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი.

"ეს არის მორიგი სპექტაკლი, ყველას ვთხოვ შვილები გადავარჩინოთ" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ექსპერტიზას არ ენდობა

"აქ არანაირ თვითმკვლელობაზე არ არის საუბარი, ეს არის ორგანიზებული მკვლელობა".

„ეს არის შუალედური დასკვნა, რომლის თანახმადაც, თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში, კუჭში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, ნაწლავში თურკმელში არ არის არანაირი ალკოჰოლი, არ არის არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება, ფსიქოაქტიური ნივთიერება, ფსიქოტროპული, ტოქსიკური ან სხვა ნივთიერების კვალი. აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი, მაგრამ ეს რა რაოდენობითაა დაუდგენელია. ეს ჩვეულებრივი წამლებია“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილი არა თავის მოსაკლავად, არამედ შეხვედრაზე მიემართებოდა – მიხეილ რამიშვილი

“ჩავთვალოთ გამოძიება თავიდან დაიწყო, თვის ბოლოს კონკრეტული პასუხები გვექნება” – მიხეილ რამიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g