LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მგონია, რომ ბენი ჩემს ჯიბრზე სუნთქავს, ვერ ვუყურებ ისე მაღიზიანებს“ – როგორ გეგმავს ორსულობის პერიოდის გატარებას ნუკი კოშკელიშვილი

2505
ფორტუნა

მას შემდეგ, რაც  ნუკი კოშკელიშვილმა გამომწერებს გაუმხილა, რომ მეორე შვილს ელოდება, სოციალურ ქსელში აქტიურობას აგრძელებს.

ამჯერად ის გამომწერებს უყვება, როგორ გეგმავს ორსულობის პერიოდის გაატაროს.

„ფეხმძიმობა არ ნიშნავს, ავადმყოფობას, ვაგრძელებ, ვარჯიშს და ვაპირებ, ორსულობისას ჩავდგე ფორმაში. კვლავ ვუბრუნდები იმ თემას, რომ შენი თავი უნდა მოგწონდეს ისეთი, როგორიც ხარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზედმეტი წონა უნდა გქონდეს, რომელიც მობილობაში ხელს გიშლის, ფეხმძიმობის პერიოდში ძალიან კარგია იოგა. დავამატე სიმძიმეების აწევა.

ჩვენ ხომ პოსტ საბჭოთა ბავშვები ვართ. მე ყოველთვის მახსოვდა, რომ ამბობდნენ, ფეხმძიმობისას მძიმე არ უნდა ასწიო. თურმე სიმძიმეების აწევა ვარჯიშის სახით ყოფილა ყველაზე კარგი, იმიტომ რომ კუნთი მაგრდება.  თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, ეს სხვა თემაა“, – ამბობს ნუკი და დასძენს, რომ პირველი ორსულობისგან აბსოლუტურად განსხვავდება მისი მეორე ფეხმძიმობა.

„ჩემი ქმრის მოკვლა მჭირდება, მგონია, რომ ბენი ჩემს ჯიბრზე სუნთქავს, ვერ ვუყურებ ისე მაღიზიანებს. თუკი თქვენც გქონიათ მსგავსი პრობლემა, მომწერეთ“. – ამბობს ნუკი.

ნუკი კოშკელიშვილი და ბენ ჩეიმი მეორე შვილს ელოდებიან – ტელეწამყვანი სასიხარულო ინფორმაციას გამომწერებს უზიარებს

„მე და ჩემი მეუღლე ველოდებით პატარას.. თუ ბიჭი იქნება იურიკოს დავარქმევ“ – ნუკი კოშკელიშვილი „სამზარეულოს ომების“ მაყურებელს მიმართავს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები