LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კოვიდგადატანილებად ჩაითვლებიან და „მწვანე პასპორტსაც“ მიიღებენ

1187
კოვიდ პასპორტ

პირები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კორონავირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და „მწვანე პასპორტსაც“ მიიღებენ.

ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, გაუტესტავ პირებს, რომლებსაც სიმპტომები ჰქონდათ და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კორონავირუსგადატანილთა ბაზაში ასახავენ.

„სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი – თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში „მწვანე პასპორტისთვის“ ან მოგზაურობისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

განახლება:

დღესვე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც კონკრეტული პირებისთვის ე.წ. მწვანე ბარათის მინიჭებას ეხებოდა, განმარტებას აკეთებს.

როგორც გამყრელიძემ „ფორტუნასთან“ განმარტა, „მწვანე პასპორტებს“ მიიღებენ  არა ის პირები, რომლებსაც ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, არამედ კოვიდგადატნილი ის პირები, რომლებსაც ტესტი გაკეთებული აქვთ, თუმცა, ტესტირების შედეგი სხვადასხვა მიზეზის გამო ბაზაში ასახული არ არის.

 

საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ დღეს გაკეთებული განცხადებები:

დაინფიცირდა 15 762, გარდაიცვალა 42, დადებითობის მაჩვენებელი 21.24% – განახლებული კოვიდსტატისტიკა

გამყრელიძე: შემთხვევების მატების გამო პანიკას არ უნდა მივეცეთ, ძალიან გთხოვთ, გაავრცელეთ ეს ინფორმაცია

50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ, 100 ლარი დაერიცხებათ

დღეს მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით 45% თავისუფალი რჩება, იგივე შემიძლია ვთქვა ბავშვების საწოლფონდზეც: გაბუნია

გაბუნია: ცხელ ხაზზე გუშინ 5600 ზარი დაფიქსირდა, რაც რეკორდული რაოდენობაა … კოვიდპაციენტების მართვაში 102 კლინიკა და 2500 ექიმია ჩართული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g