LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაჰყავთ

75
ააააააააა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაჰყავთ. პენიტენციური სამსახურის მანქანა, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, ესკორტის თანხლებით დედაქალაქისკენ დაიძრა.

გორის ჰოსპიტლის მკურნალი ექიმის ნინო გოგორიშვილის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მისივე განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასამართლოში მისვლა შეუძლია.

„დღევანდელი დღით პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მზად არის ხვალინდელი დღისთვის. გუნება-განწყობა არის დამაკმაყოფილებელი. არანაირი პრობლემა ხვალინდელი დღისთვის არ არის. ანალიზების მხრივ ყველაფერი დამაკმაყოფილებელია, რიგზეა. ზოგიერთებმა განაცხადეს, რომ არის პრობლემა. მე ამ პრობლემას ვერ ვხედავ. ფერმენტები არის უამრავი. ნათქვამი იყო არასპეციალისტის მიერ. ფერმენტებთან დაკავშირებით შემიძლია, ვილაპარაკო სპეციალისტთან და არასპეციალისტმა უნდა მიხედოს თავის სფეროს. რაც იყო ნათქვამი, ისიც უკვე თითქმის ნორმის ფარგლებშია.

მოხდა ნიველირება ყველა ანალიზის, თითქმის ყველაფერი ნორმაშია. კვების რაციონი არის სრული, გარკვეული პროდუქტების გამონაკლისით. რასაც თქვენ ჭამთ, იმას ჭამს, გარკვეული პროდუქტების გამონაკლისით. აბსოლუტურად შეუძლია, მივიდეს სასამართლოში, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა.

შეგახსენებთ, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

ფოტო: ინტერპრესნიუსი
magti 5g