LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამ წუთისათვის არის ნორმალური, რაც შეიძლება შეესაბამებოდეს ისეთი ადამიანის მდგომარეობას, რომელიც მე-5 დღეა შიმშილობს – ნუგზარ წიკლაური

553
BeFunky-collage (6)

საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის გზავნილად აღიქვეს. ღარიბაშვილმა წერილი დღეს, 6 ოქტომბრის დილას გაავრცელა და მასში სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ვარაუდები გამოთქვა.

“ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა”, – მიაჩნია ღარიბაშვილს.

ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს

ღარიბაშვილის გზავნილებსა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზე რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრა.

წიკლაურმა ღარიბაშვილის განცხადებები ინტელექტუალურ ფსკერად შეაფასა.

„ერთი მხრივ ეს არის ინტელექტუალური და ზნეობრივი ფსკერი ადამიანის, რომელიც მხოლოდ პუტინის რუსული პროპაგანდისთვის, ასევე საბჭოთა პროპაგანდისთვის არის დამახასიათებელი.

ხოლო მეორე მხრივ არის უბრალოდ სიცრუე და სიცრუე ნამდვილად არის ის სამარკო ნიშანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ გამოირჩეოდა მთელი ამ წლების განმავლობაში.

ის უკრაინელმა ოლიგარქებმა ქართულ ოლიგარქს გადმოაბარეს, არამამაკაცურია სააკაშვილის ფსიქოანალიზით დაკავება - ხუხაშვილი

ვერ ვიტყოდი, რომ ოლიგარქისთვის კომფორტულია სააკაშვილის ციხეში ყოფნა, - ამბობს ხუხაშვილი.

ჩვენ გვახსოვს, ფსევდო გადატრიალებების სერია, საბურავების საქმე მაგალითად, რომელიც ერთმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დააანონსა, შემდეგ კიდევ ერთი საქმე ასევე გადატრიალების, რომელზეც პირადად მეც ვიყავი დაბარებული, როგორც ჩანს, გადატრიალების ერთ-ერთი მონაწილე, თუ მოწმე.

ახლა ამ საქმეების შესახებ არავის არაფერი არ ახსოვს. დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ გადატრიალების შესახებაც, რომელზეც გვესაუბრება ღარიბაშვილი ვეღარავინ ვერაფერს გაიხსენებს იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

ღარიბაშვილის განცხადებები მიზნად ისახავს მოკლევადიან პოლიტიკურ სარგებელს, თავისი მომხრეების რაღაც ნაწილისთვის, რომ ისინი უფრო მომაგრდნენ, თითქოსდა ისინი გადატრიალებასთან მებრძოლნი არიან და სხვა არავითარი საფუძველი ამას არ აქვს.

ის რომ ამას არავითარი საფუძველი არ აქვს დასტურდება იმ ეპისტოლარული ჟანრითაც, რომელშიც არ არის არც მტკიცებულებები, არც სხვა რაიმე დოკუმენტაცია.

არამედ არის ერთი ისეთი ადამიანის გამოთქმული რაღაც აზრები, რომელსაც არავინ უჯერებს მთელს ქვეყანაზე.

რაც შეეხება „ფორტუნას“ კითხვას, რა არის ცნობილი მისთვის თაკო ჩარკვიანის ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ აპირებენ მიხეილ სააკაშვილის მორალურ და ფიზიკურ განადგურებას, ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა:

მაქვს უმძიმესი ინფორმაცია, აპირებენ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ განადგურებას – თაკო ჩარკვიანი

„ის რომ საერთაშორისო მისიების და სხვა ადამიანების ყურადღება უნდა იყოს მიპყრობილი მუდმივად „ქართული ოცნების“ ქმედებების მიმართ, მათ შორის ციხეში ეს ასეა და რაც უფრო მაღალი იქნება ყურადღების კონცენტრაცია ეს მით უფრო უკეთესი იქნება ყველასთვის, თუმცა ამ მძიმე ინფორმაციის შესახებ მეც თქვენსავით მოვისმინე ქალბატონი ჩარკვიანისაგან და სხვა ინფორმაცია არ მაქვს.

სუბარი: ზოგადად, მიჭირს თაკო ჩარკვიანის გაგება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა საერთოდ ვერ გავიგე სიტყვების მნიშვნელობა

მე მაქვს ინფორმაცია იმ ადვოკატებისგან, რომლებიც შედიან და დღესაც იყვნენ ციხეში.

ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამ წუთისათვის არის ნორმალური, რაც შეიძლება შეესაბამებოდეს ისეთი ადამიანის მდგომარეობას, რომელიც მე-5 დღეა შიმშილობს.

ის არის მხნედ, იბრძვის, აგრძელებს ბრძოლას და კარგად აცნობიერებს, რომ ამ მომენტისათვის ის ნამდვილად არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო საქართველოში.

ასე რომ ის უღირსი ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც ფსიქიკურ პრობლემებზეა საუბარი, რჩება მხოლოდ და მხოლოდ მათ წარმომთქმელთა მახასიათებლად.

რაც შეეხება ნიკა მელიას ინიციატივას კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით, წიკლაურმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საუბრები მიმდინარეობს, თუმცა საუბრებში მონაწილეობას არ იღებს გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.

„წინასწარი საუბრები მიმდინარეობს, ამას კლასიკურ კონსულტაციებს ვერ დავარქმევდი, უბრალოდ გამოთქმული არის პოლიტიკური იდეა, რომლის შესახებაც არსებობს კონსენსუსი.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ძირითადი ნაწილი და პოლიტიკური ოპოზიციის დიდი უმრავლესობა იზიარებს ამ პოლიტიკური იდეის შინაარსს.

გუშინ მე ვიყავი დებატებში, სადაც იყო წარმოდგენილი გიორგი გახარიას პარტიის ერთ-ერთი წევრი ბატონი კახაბერ ქემოკლიძე.

მან იქ გვითხრა, რომ ის არ მოუწოდებს არაფრისაკენ თავის მომხრეებს, ე.ი არც ამ კოალიციასთან შეერთებისკენ და არც პირიქით.

როდესაც ამ კონსულტაციებზე იქნება საუბარი ჩვენ უნდა განვმარტოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსულტაციები, არამედ გაცილებით ფართო უნდა იყოს არეალი.

იმ ადამიანებს ვინც ხმა მისცეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს უნდა ვუთხრათ, რომ ახალა მთავარი არ არის რომელი პოლიტიკური პარტია მიაღწევს წარმატებას, არამედ მთავარია ის ინტელექტუალური კოლაფსი, პოლიტიკური უპერსპექტივობა რაც ქვეყანაში არსებობს, რაც “ქართულმა ოცნებამ მოიტანა”, აუცილებლად უნდა იყოს შეცვლილი,“-აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g