LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე: როგორც ჩანს, ყოფილი „ნაციონალი“ არ არსებობს, ვაშაძეს უწევს იმ წიაღში დაბრუნება, რომლიდანაც წარმოიშვა

132
fot (1)

ვფიქრობ, რომ ნაბიჯი, რომელიც გადადგეს “სტრატეგია აღმაშენებელმა” და „ნაციონალურმა მოძრაობამ”, არის იძულებითი ნაბიჯები და სინამდვილეში არანაირი სიხარული არ ჰქონიათ ამ პოლიტიკურ გუნდებს, სულ მცირე მარტო იმიტომ, რომ იმ მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა უწევთ მაგალითად, მანამდე რა განცხადებებიც აქვთ გაკეთებული “ნაციონალურ მოძრაობაზე” “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებს და პირიქით, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ეს იძულებითია იმიტომ, რომ მაგალითად “სტრატეგია აღმაშენებლისთვის” რასაკვირველია, კრიტიკულად მწვავედ დგას ბარიერის გადალახვასთან დაკავშირებული საკითხი და მას მოუწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მისი გადმოსახედიდან დააზღვევს მომდევნო არჩევნებში ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას. მეორეს მხრივ, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს პრობლემა, სადაც იმდენად კრიტიკულად მცირეა მისი მხარდაჭერა და რადიკალურად შემცირებული, რომ თითო პროცენტსაც კი უფრთხილდებიან და შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობენ რესურსების თავმოყრას. ყველაფრიდან გამომდინარე, ეს არ არის იდეური გაერთიანება. მიუხედავად იმისა, რომ იდეური სიახლოვე ამ ხალხს შორის ყოველთვის არსებობდა, რადგან შეგვიძლია ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი გავაკეთოთ – როგორც ჩანს, ყოფილი ნაციონალი არ არსებობს და ეს არის მიზეზი. მათი სურვილის მიუხედავად, ყოფილიყვნენ დამოუკიდებლად, მაგალითად, ვაშაძეს ჰქონდა ეს სურვილი და ღიად საუბრობდა, რომ მას არ უნდოდა იმ ტვირთის ტარება, რაც ნაციონალური მოძრაობის მძიმე რეპუტაციას უკავშირდება, ახლა მას უწევს ამ კომფორტზე უარის თქმა და იმ წიაღში დაბრუნება, რომლიდანაც ის წარმოიშვა. წარუმატებლობის გზაზე მდგარი ეს ორი პარტია ომახიან განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის თითქოს წარმატების ფორმულა, წარმატების პლატფორმა, მაგრამ სინამდვილეში, ყველა კარგად ხვდება, რომ მათ მოსაფიქრებელი აქვთ ალტერნატიული გზები, რომ დაღმართში მავალი ეს პოლიტიკური დაჯგუფებები რაღაცნაირად გადაარჩინონ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მათიკაშვილი: ორი ხელმოცარული პოლიტიკოსის პოლიტიკური ქორწინება დასრულდება სრული ფიასკოთი – ნულს რომ ნული მივუმატოთ ისევ ნულია

გიორგი ვაშაძე: მძლავრი დაგეგმვის ფაზაში ვართ, ხომ იცით, არ მიყვარს ზედაპირული მუშაობა, მიყვარს სისტემური მუშაობა

გიორგი ვაშაძე: მიხეილ სააკაშვილი დასავლური ცივილიზაციის ბრძოლას განასახიერებს და მისი გათავისუფლება, ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით, დიდი ზეიმი იქნება

ლევან ხაბეიშვილი: გამარჯვების პლატფორმა შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ის ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g