LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე: სასიხარულოა ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შედეგად მოიტანს შიმშილობის შეწყვეტას, ეს მართლაც კარგია, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი წესები

79
მიხეილ სარჯველაძე

„როგორც ჩანს, მათი მოთხოვნა კერძო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე ოდნავ სახეშეცვლილი არგუმენტებით კვლავ ძალაშია,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სასიხარულოა ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, რომელიც შედეგად შიმშილობის შეწყვეტას მოიტანს. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ეს მართლაც კარგია, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი წესები.

„ემოციებისგან თუ დაცვლით ამ ისტორიას და კონკრეტულ საკითხებზე, რელევანტურ არგუმენტებზე ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაში აღმოვაჩენთ, რომ მარტივი საკითხებია გასარკვევი, რათა გადავწყვიტოთ, რომელ კლინიკაში უნდა მიეწოდოს სააკაშვილს ჯანდაცვის სერვისი. ეს საკითხები უსაფრთხოების საკითხებზე გადის და ამავე დროს პრიორიტეტულია ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისის მიწოდება.

თუ ეს აქვს პენიტენციურ სამსახურს და ეს შეიძლება გაზომვადი იყოს, ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ პირველი არჩევანი უნდა იყოს გაკეთებული სწორედ პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაზე.

თუ ეს დაწესებულება რაიმეს მოისაკლისებს – გინდ ხარისხის, გინდ მეთოდის თვალსაზრისით, მაშინ შესაძლებელია კერძო კლინიკის, აუთსორსინგის მეშვეობით ამ სერვისის მიწოდებაზე. როგორც კი, კონკრეტული პასუხი იქნება, საკითხის გადაწყვეტა მარტივი იქნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება დღეს მიიღო, გადაწყვეტილების შესრულებისთვის კი გარკვეული პირობები დააყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g