LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა ბოდიში მოგიხადოთ ყველას, ვინც ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილდებოდით: კახა კალაძე

263
sfdf

“თქვენს ადგილას მეც იგივე განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთვარობის სხდომაზე განაცხადა და საზოგადოებას, ჭავჭავაძის გამზირზე შეფერხებული მოძრაობისთვის ბოდიში მოუხადა.

“მინდა დავიწყო შაბათი დღით, როდესაც ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტმა ახალი გადაწყობილი სისტემით დაიწყო მოძრაობა და მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ავტომობილის მძღოლს, რომელიც კონკრეტულად ამ დღეს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე და მოუწია გარკვეული დროით საცობში დგომა. ადამიანურად ნამდვილად მესმის თქვენი, მეც რიგითი მოქალაქე ვარ, ვმართავ ავტომობილს და გადავადგილდები ყოველდღიურად  ქალაქში. თქვენს ადგილას მეც იგივე განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა და აბსოლუტურად მესმის თითოეული თქვენგანის. კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოგიხადოთ”, – აცხადებს კალაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები