LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა, დავპატიჟო ყველა.. არავის მივცემთ უფლებას, ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში საახალწლო და საშობაო დღესასწაულები გავაქროთ“ – დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ხვალ აინთება

239
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (8)

დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისში საახალწლო ილუმინაციები და მთავარი ნაძვის ხე ხვალ, 9 დეკემბერს აინთება. შესაბამისი განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე, ნაძვის ხის ანთების შემდეგ კონცერტი გაიმართება.

„9 დეკემბერს, ხვალ, საღამოს 20:00 საათზე განათდება ქალაქი და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება. მინდა, დავპატიჟო ყველა – მობრძანდით, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები და მშვიდობა, რაც დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.

ყველას, მთელ მსოფლიოს გვინდა ვუსურვოთ მშვიდობა და სიმშვიდე. ნაძვის ხის ანთების შემდეგ კონცერტი გაიმართება. თბილად ჩავიცვათ, რადგან ცივა. წამოიყვანეთ შვილები, შვილიშვილები და მობრძანდით, გელოდებით რუსთაველის გამზირზე. საახალწლო სურვილები უცვლელია – სიკეთე, სიყვარული, სიცოცხლე, სოლიდარობა და რა თქმა უნდა, მშვიდობა“,- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 9 დეკემბერს აინთება

„სხვანაირად აეწყობა“ – დაიხარჯება თუ არა თანხა ბიუჯეტიდან და როგორი იქნება დედაქალაქის ნაძვის ხე

თბილისის მერის სიტყვებით, „ბოლო დღეებია ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენთ“.

„არსებობს გარკვეული თარიღები, რომელთაც გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, განსაკუთრებული აღნიშვნა სჭირდებათ, რადგან იმედის, სიხარულის და ბედნიერების განცდა ადამიანების ცხოვრებაში აუცილებელია. სწორედ ასეთი თარიღია ახალი წელი. ვისურვებ, რომ არასდროს, მსოფლიოს არცერთ ქალაქში არ გაჰქრობოდეთ ადამიანებს მისი სათანადოდ აღნიშვნის სურვილი.

დღეს მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშეა, რეგიონშიც სერიოზული პრობლემებია ამ მიმართულებით, თუმცა, ყველაფერ ამის მიუხედავად ყველგან ცდილობენ, ადამიანებს მისცენ იმის შესაძლებლობა, რომ შობა-ახალი წლის დღეები აღინიშნოს.

სამწუხაროა, რომ ბოლო დღეებია ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენთ, რომელთა განხილვასაც არ შევუდგები, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა – არავის მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში, თბილისში საახალწლო და საშობაო დღესასწაულები გავაქროთ. არავის მიეცემა ამის უფლება და შესაძლებლობა. ახალი წელი და შობა არის დღესასწაულები, რომელსაც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანი განსაკუთრებით ელოდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g