LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა მშობლები დავამშვიდო.. მეტი აჟიოტაჟი და პანიკაა, ვიდრე რეალობა: მაია ბუწაშვილი

6274
befunky-collage-5-2020-10-31-12-26-39-478697-2020-12-07-08-24-01-051120

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ბავშვებში კორონავირუსის შემთხვევების მატებაზე “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად შემთხვევების მატებისა, მდგომარეობა დრამატული არ არის და მშობლების განსაკუთრებული მღელვარების ფონზე ქვეყანაში გადაჭარბებული ჰოსპიტალიზაციაა.

“გავრცელებამ მოიმატა, თუმცა ეს გარკვეულწილად ლოგიკურიც არის. ინფექციების საწყის ეტაპზე ბავშვთა ასაკი შედარებით უკანა პლანზე იყო, ამჟამად ვირუსმა გადაინაცვლა იმ ფენებში, რომელიც პირველ ხანებში არ დაზარალებულა.

მინდა მშობლები დავამშვიდო, რომ მეტი აჟიოტაჟია ვიდრე რეალობა, ბევრი მშობელი შფოთავს და პანიკაა. ბავშვებში შემთხვევები არის, მაგრამ დრამატული სიტუაცია არ არის. მშობლების ნერვიულობის ფონზე გადაჭარბებული ჰოსპიტალიზაცია გვაქვს ბავშვებში. ამის აუცილებლობა ხშირად არც არის ხოლმე, თუმცა, ცხადია ყურადღება გვჭირდება და პირველ რიგში რაც შეგვიძლია არის ის, რომ ბავშვები მაქსიმალურად მოვარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს”,-განაცხადა ინფექციონისტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g