ექიმი/ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში მოქალაქეებს აქტიურად უზიარებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, იშვიათად, საზოგადოებას განსხვავებულ ამპლუაშიც ევლინება – როგორც ცნობილია, მაია ბუწაშვილი შესანიშნავად უკრავს ფორტეპიანოზე და გამომწერებს საავტორო კომპოზიციებსაც უზიარებს.
ვიდეო: „საშემოდგომო განწყობისთვის…“ – მაია ბუწაშვილის შესანიშნავი შესრულება ფორტეპიანოზე
ამჯერად ინფექციონისტი „ფეისბუკში“ აქვეყნებს მორიგ ვიდეოს, რომელშიც ის ფორტეპიანოზე ასრულებს საკუთარ კომპოზიციას „მაისი“.
„ესეც ჩემ მიერ წლების წინ დაწერილი „მაისი“. [შეგახსენებთ, რომ მოყვარული კომპოზიტორი და პიანისტი ვარ და ტექნიკაზე კრიტიკას არ ვართ]“, – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.
