LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო“ – რატომ შეფერხდა „ახმეტელის მეტროში“ შესვლა?

72
BeFunky-collage (2)

თბილისის მერის განცხადებით, დღეს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ტურნიკეტების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რამაც ხალხმრავლობა გამოიწვია. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურაა.

მერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხდა.

„დღეს „ახმეტელის“ მეტროში გვქონდა გარკვეული პრობლემები ტურნიკეტების თვალსაზრისით, რამდენიმე ტურნიკეტს პრობლემა შეექმნა, რამაც ძალიან დიდი პრობლემა გამოიწვია, მგზავრების შესაბამის რაოდენობას ვერ ატარებდა. ამან მეტროს გარეთ ადამიანების დაჯგუფება გამოიწვია. საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო, ეს არც ჩემზეა დამოკიდებული, ეს არის მოძველებული ინფრასტრუქტურა, რაც პრობლემას წარმოადგენს, თუმცა, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაწყებული გვაქვს პროექტის განხორციელება. არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტები. მოკლევადიანი პროექტის შინაარსი არის ის, რომ ტურნიკეტების რაოდენობა გაიზრდება, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი ადამიანი გავატაროთ, უფრო მეტი ადამიანი ჩავა მეტროში.

მეორე, გრძელვადიანი პროექტი არის „ახმეტელის მეტროს მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის პროექტის განხორციელება, რომელსაც “აზიის განვითარების ბანკთან“ ერთად ვახორციელებთ და უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ მომდევნო კვირას საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნობს ინფორმაციას, რა გაკეთდა 2017 წლის შემდეგ და რა გამოწვევები არსებობს დღეს დედაქალაქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები