LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მივესალმები ვანო მერაბიშვილს, მე ვამაყობ მისი გაუტეხლობით” – მიხეილ სააკაშვილი

138
26F0BDAC-AF14-44E6-A145-8F8F6BA6D9A5-cx25-cy0-cw75-w1023-r1-s

ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ მინისტრის თითქმის 7-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებას უკრაინიდან ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს სოციალური ქსელის საშუალებით ესალმება და ამბობს, რომ ეამაყება მისი გაუტეხლობა და სიმტკიცე.  სააკაშვილის მოუწოდებს ყველას შერიგებისკენ ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.

“მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ. მე ვამაყობ მისი გაუტეხლობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

“გაძლევთ გარანტიას ეს ხელისუფლება დასრულდება”- ვანო მერაბიშვილი თავისუფალია

 

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი  ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

ვანო მერაბიშვილმა 6 წელი და 9 თვე სასჯელი მოიხადა. რეს ის მატროსოვის ციხიდან გათავისუფლდა. მედიასთან გაკეთებულ პირველ კომენტარში კი თქვა, რომ კმაყოფილია რაგდან არ წავიდა არავისტან არანაირ კომპრომისზე. მისივე განცხადებით, ის აპირებს აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას, თუმცა გარკვეულ დროს ითხოვს.

ამ დროისათვის  სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები