„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ პროექტის „მრავალი ხმა – ერთი სამშობლო“ ფარგლებში ჩაწერილ დუეტს გვიზიარებს. გიორგი უშიკიშვილმა და „თამადამ“ სიმღერა „მოძმე“ წარმოგვიდგინეს.
კომენტარებში ერთ-ერთი მსმენელი წერს, რომ სიმღერამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა:
„ხო არ ღადაობთ, რა მაგარია, ტიპმა მთელი ქართულ-აზიური მისტიკა ჩამოტვირთა 21-ე საუკუნეში, თავისი თბილისური საიათნოვა გურჯიევებით… მივიწყებული ჯიგრის სიმებზე უკრავს, აი…“