LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგვეცა სრულყოფილად შესწავლის საშუალება: სახალხო დამცველი

176
lomjariaaaaa.png

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.

ნინო ლომჯარიამ და სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა ციხის საავადმყოფო გვიან ღამით დატოვეს. მათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს, დაათვალიერეს სამკურნალო დაწესებულების ინფრასტრუქტურა.

“მოგვეცა სრულყოფილად შესწავლის საშუალება,” – განაცხადა ვიზიტის შემდგომ ნინო ლომჯარიამ.

„შევედით, ექიმებს საშუალება მიეცათ, რომ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი გაესინჯათ. ასევე ციხის სამედიცინო ინსფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ექიმებს შეხვდნენ და გაესაუბრნენ. არსებული სამედიცინო მდგომარეობა შეაფასეს და ასე ვთქვათ, სრულყოფილად შესწავლის საშუალება მოგვეცა. არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, კონკრეტულად სამედიცინო შეფასებებს თავად ჯგუფის წევრები გააკეთებენ. უახლოეს პერიოდში, ვეცდებით, რომ ხვალ იყოს წერილობითი დასკვნა, თუმცა პირველად შეფასებებს ისინი თავად გაგაცნობენ. რა კითხვებიც ჰქონდათ ექსპერტებს, დაისვა და მიიღეს პასუხები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პოპულარულები