მსახიობი ნიკა ქაცარიძე რუსთაველის თეატრიდან ტაშით გააცილეს.
აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ტელესახე, წამყვანი თამუნა მუსერიძე წერს და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
“თეატრალურ უნივერსიტეტში ერთ პერიოდში ვსწავლობდით. ორივემ გვიან ჩავაბარეთ. ნიკა პირველ ჯერზე არ მიიღეს, არ დადგება შენგან მსახიობიო. კომისიის წევრებს მოუტრიალდა, არ დადგება კი არა, მოვა დრო და რუსთაველის თეატრიდან ტაშით გამომასვენებენო.
ეს დღეს დადგა !”-წერს თამუნა მუსერიძე.