სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი თეიმურაზ კალანდაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.  კალანდაძე გენერალური ინსპექციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის პოსტს დაიკავებს. კალანდაძე 2018 წელს სამინისტროდან მაშინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაათავისუფლა. მისი პოსტი თბილისში, საკუთარ სახლში კრიმინალური ავტორიტეტის, ალექსანდრე კობალაძის ვაჟის კობა კობალაძის ცემის საქმემ იმსხვერპლა.

პროკურატურამ 20 წლის კოკა კობალაძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე გამოძიება დაიწყო

კობალაძე ამბობდა, რომ მას მამის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით დაესხნენ თავს. საქმეზე პოლიციის 4 თანამშრომელი დაითხოვეს სამსახურიდან. როგორც  მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებდა, გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად დადასტურდა, რომ კოკა კობალაძესთან სახლში ნამდვილად იყვნენ პოლიციელები.

აღნიშნულ საქმეზე, სამხრეთის კარიბჭის ცნობით, ბრალდებული გიორგი კაპანაძე აცხადებდა, რომ იგი თეიმურაზ კალანდაძემ ჯერ წიხლებით, შემდეგ კი სნოს ბოთლით სცემა. სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა.

ვახტანგ გომელაური მთავარ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ  კალანდაძე უწყებაში მუშაობდა და სახლში არავის გაუშვია.

“შეიძლება ვიღაცა დაბრუნდეს, ვიღაცა გაუსვან, არ ვიცი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვისზე საუბრობთ, სამმართველოს უფროსები და მოადგილეები ჩემს დონეზე არ გადის, თავად წყვეტენ დეპარტამენტების ხელმძღვანელები”- განაცხადა გომელაურმა.

კალანდაძეს ცემასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებდა, ასევე, ერთ–ერთი ბრალდებულის და ახალქალაქიდან. იგი ამბობდა, რომ “სამხარეოს უფროსმა წიხლები ურტყა ტანსაცმელი შემოაგლიჯა და გაუპატიურებით დაემუქრა”.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები