LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთელი მთავრობა უიქენდებზე პიცის საჭმელად დადის იტალიაში… ეს ვირუსი მათ შემოიტანეს” – შალვა ნათელაშვილი

484
pjimage

“ნახეთ რამდენია თვითკარანტინში, რამდენი მინისტრი, მოადგილე, მინისტრის თანაშემწე და კიდევ რაც არ ვიცით” – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსი პოლიტიკურმა ელიტამ შემოიტანა, რადგან საზღვარგარეთ სიარულის საშუალება უბრალო მოსახლეობას არ აქვს.

ეროვნულ ვალუტას კორონავირუსი “შეეყარა” – რა შეაჩერებს ლარის გაუფასურებას

“მთავრობის საქმიანობას კორონავირუსის შემოტანის ხაზით ქვეყანაში დადებითად ვაფასებ, ეს ვირუსი მათ შემოიტანეს. მთელი მთავრობა უიქენდებზე პიცის საჭმელად დადის იტალიაში. ნახეთ რამდენია თვითკარანტინში, რამდენი მინისტრი, მოადგილე, მინისტრის თანაშემწე და კიდევ რაც არ ვიცით. ჩვენი ინფორმაციით კიდევ უფრო მეტია. ეს ვირუსი საწყალ და უბრალო ხალხს არ შემოუტანია, რომელიც თავის გადასარჩენად საზღვარგარეთ გაიქცა და ნამდვილად არ სცალია საქართველოში შაბათ-კვირას იაროს. ეს ვირუსი ელიტამ შემოიტანა. ჭუჭყი, მტვერი, ნაგავი და ვირუსი ამ ხელისუფლების შემოტანილია”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია პროდუქტებსა და წამლებზე ზღვრული ფასები დადგინდეს. მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე გლობალური, კორონარული კრიზისი დიდ დარტყმას მიაყენებს ქართულ ეკონომიკასა და სოციალურ სფეროს, სიღატაკის კოეფიციენტს პიკზე აიყვანს.

“ეს ვირუსიც ძალიან მალე ჩაივლის, ხოლო ჩვენ შეიძლება უკეთესი განვითარების ტემპები დაგვეწყოს და უამრავ ადამიანს გადავარჩენთ გაკოტრების, სასოწარკვეთის, ქვეყნისგან გაქცევის და სხვა იმ დიდი პრობლემებისგან, რაც არაერთხელ გადავიტანეთ. გასული წელი საქართველოს ბანკებმა მილიარდიანი მოგებით დაასრულეს. ეს ნიშნავს, რომ ვართ ივანიშვილისგან დაწესებული კლასიკური საბანკო ყაჩაღობის მსხვერპლი. თუ ასე გაგრძელდა აუცილებლად დამთავრდება იმით, რომ ერთ მშვენიერ დღეს მგელი შეგვჭამს. ეს მგელი კორონავირუსი იქნება, ღორის გრიპი თუ ებოლა. ფაქტია, რომ სუსტი ვართ იმის გამო, არ გაძღა ბანკების მუცელი”, – აცხადებს ნათელაშვილი.

ჩინეთი კორონავირუსს ამარცხებს – შემთხვევები რეკორდულად იკლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები