LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა გეგეჭკორი: 13 წლის ბავშვი, სასკოლო საათებში, შადრევანში გაჟონილმა დენმა მოკლა და რა პასუხები ჰქონდათ მათ, ვისაც ამ ბავშვის სიცოცხლე უნდა დაეცვა..

280
Untitled design (42)

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და წერს, რომ „ისევ იქ ვართ, ოთხმოცდაათიანებში“.

ნანა გეგეჭკორის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„13 წლის ბავშვი, სასკოლო საათებში, შადრევანში გაჟონილმა დენმა მოკლა და რა პასუხები ჰქონდათ მათ, ვისაც ამ ბავშვის სიცოცხლე უნდა დაეცვა…

სკოლა – დირექტორი საზეპიროსავით იმეორებდა ყველა ეთერში, „ბავშვები გაკვეთილებს აცდენდნენ, ჩვენ შევასრულეთ სკოლისთვის დაკისრებული ვალდებულება და მშობლებს, საერთო ჩატში შევატყობინეთ ამის თაობაზე“…

მერია – „სამწუხარო ფაქტი მოხდა, გამოძიებაში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულნი, დამნაშავეები დაისჯებიან“…

პარკის რესტავრაციის შემსრულებელი კომპანია – „იდეალურად შევასრულეთ სამუშაო, ერთადერთი რაც მაფიქრდება დივერსიაა“…

პარლამენტი – „მშობლების მეთვალყურეობის გარეშე არასრულწლოვან ბავშვებს პარკში რა უნდოდათ?“

ეკლესია – „გარდაცვალების შემდეგ უკეთესი, მარადიული სიცოცხლე იწყება“…

რატომ არავინ ჰკითხავს მათ, თუ ასეთი ნეტარი სიცოცხლე უნდა დაიწყოს გარდაცვალებით, რად ხარჯავენ ღარიბი ხალხის ფულს უცხოურ კლინიკებში მკურნალობაში, რატომ იბრძვიან აქ დასარჩენად და არ ილტვიან უკეთესი, მარადიული სიცოცხლისკენ?

პოლიტიკოსები – „ორშაბათიდან ვიწყებთ საპროტესტო მოძრაობას, ვაიძულებთ მერს მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოს“.

წინ ვიქენდი იყო და აბა, დასვენების დღეებში ხომ არ იშრომებდნენ?

და მაინც, ვინ მოკლა მარიტა?

P.S როგორღაც თავად ეცადეთ საკუთარი შვილების დაცვას. უპატრონო ქვეყანაში სხვა ვერავინ დაიცავს მათ. ასე გავიზარდეთ ჩვენ. ოჯახებმა, მეგობრებმა, მეზობლება ვინც დაგვიცვეს იმათ გავაღწიეთ სამშვიდობოს.

მაშინაც, მერიის, პარლამენტის, მთავრობის, ეკლესიის, სკოლის მთავარი ფუნქცია საკუთარი ჯიბეების გასქელება და მოსახლეობის გაღარიბება იყო.

ბევრი ვერ გადაურჩა უპასუხისმგებლობას, არაპროფესიონალიზმს, უსინდისობას, ბოროტებას…

არ იგულისხმოთ არავინ თქვენი შვილების პატრონად.

ჯობია, ის ყვავილნარად გადაკეთდეს და შუაში მარიტას მონუმენტი დაიდგას ბურთით, ან ჩოგნით ხელში.. ამ შადრევანში ძე ხორციელი აღარ ჩავა, ის მუდამ სიკვდილთან იქნება ასოცირებული – თამარ ივერი

არავინ დაიცავს მათ… ისევ იქ ვართ, ოთხმოცდაათიანებში. უბრალოდ შადრევნებია განათებული და თან კლავს, ამაშია მხოლოდ განსხვავება“. – წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

“ბევრი კითხვა ისმის ტექნიკურად რას შეიძლებოდა გამოეწვია ბავშვის დაღუპვა და ვისი “მოღვაწეობის” ბრალი შეიძლება იყოს მომხდარი, ვეცდები ავხსნა…” – რას წერს ცნობილი მოქანდაკე ირაკლი ჟვანია

 

 

ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ამავე თემაზე:

სამოქალაქო აქტივისტები კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით მერიასთან აქციებს აანონსებენ

„კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა!“ – თბილისის მერიასთან აქცია გაიმართა

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

“ის ბავშვი მინდა ცოცხალი იყოს და თუნდაც მე დავრჩენილიყავი შიგნით” – რას ამბობს მებაღე რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

„იქნებ კარგი იდეაა შადრევანზე მარიტას ქანდაკება გაკეთდეს.. გოგონა, რომელიც თავისი მეგობრების გადასარჩენად გადახტა ამ შადრევანში“ – რას წერს ცნობილი მოქანდაკე ირაკლი ჟვანია

“მოგწერენ მარიტა, გოგო-ბიჭები და მუდამ საამაყო ექნებათ ის, რომ ერთი ბროწეულყვავილა ყოველდღე უღიმოდათ” – თიკო ჩხეიძე

“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები