LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ამდენი წელია „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ მიშას გამო ვაძლევთ ხმას…“

291
nanukajorjolianiaboutmisha

ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თავად არის იმ ადამიანთა რიგებში, ვინც ამდენი წელია ნაცმოძრაობას მხოლოდ მიშას ფაქტორის გამო აძლევს ხმას.

გაეცანით ტელესახის მოსაზრებას მის სტატუსში:

„ვაკვირდები მსჯელობებს თემაზე, მიშა და პრემიერობის კანდიდატი.

ჰოლა, ჩვენ აქ ვართ:) ადამიანები, რომლებიც ამდენი წელია „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ მიშას ფაქტორის გამო ვაძლევთ ხმას. მიუხედავად ჩემი პატივისცემისა პარტიის კონკრეტული წევრების მიმართ.

ამდენი წელია, ზუსტად ჩემნაირების ხარჯზეა ეს პარტია მთავარი ოპოზიციური ძალა.

წავიკითხე, მიშამ ისევ მხოლოდ მის ერთგულ ამომრჩეველს მიმართაო:) სხვებმა დაასრულეს გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე მუშაობა? და შედეგი?  ადამიანების რიცხვი, რომლებმაც არ იციან ხმა ვის მისცენ, რატომ იზრდება?

და ნაცებს, ზუსტად მიშას ხარჯზე ჰყავს ამომრჩეველი, რომელიც ცემის, დაშინების, დამცირების მიუხედავად, ამდენი წელია, არსად მიდის.

მოკლედ, ჩვენც შეგვიმჩნიეთ ასეთი დისკუსიების დროს და იმაზეც დაფიქრდით, ექნება თუ არა ოპოზიციას საერთოდ კოალიციის შანსი, თუ ნაცები არ იტყვიან, რომ მათი პრემიერობის კანდიდატი, ზუსტად რომ მიშა იქნება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები