LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: “დღეს ჩემი ახალი სიყვარული დაიბადა.აქ ნახავთ ხალხს სოფლებიდან, რეგიონებიდან”

377
76261253-10157770864484350-1468057557355462656-n

“თქვენი ხმა” – ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც “მთავარ არხზე” ყოველ ხუთშაბათს გავა. გადაცემის პროდიუსერი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავარი ტრიბუნა დაეთმობა ხალხს, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

“დღეს ჩემი ახალი სიყვარული დაიბადა. ეს გადაცემა ნიკას გვარამიას იდეაა. აქ ნახავთ ხალხს სოფლებიდან, რეგიონებიდან.

მე პირველად ვარ პროდიუსერი და ეს ყოფილა ძალიან საინტერესო. მივხვდი რასაც გავაკეთებ ეთერიდან წასვლა რომ მომინდება:) და მგონია რომ ყველაზე კარგი წყვილი დგას ახლა კადრში.

ჟურნალისტები ფეისბუქზე გამოცხადებული ვაკანსიებით შევარჩიეთ. საერთოდ გამოუცდელები ამ სფეროში:) მაგრამ ძალიან მაგარი ბავშვები” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები