მსახიობ სალომე შარვაძეს განსაკუთრებული ბარბარობა ჰქონდა. მას სახლში პატარა ნათლული ესტუმრა.
ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ “ყველაზე მაგარი საჩუქარია დღევანდელ დღეს”.
“ძალიან ჭკვიანი ბავშვია”, – დასძენს სალომე შარვაძე.
ცნობისთვის, მსახიობი ნანუკა გულუა, რომელიც რამდენიმე თვეა დედა გახდა, ხშირად ანებივრებს საკუთარ გამომწერებს უსაყვარლესი პატარას ფოტოებით.